weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

დავიცავთ ქვეყნის სუვერენიტეტს და მოქალაქეთა ეკონომიკურ კეთილდღეობას – ჩიქოვანი

16:34 შაბათი, 22 ივნისი 2019

მაქსიმალურად დავიცავთ ქვეყნის სუვერენიტეტს და მოქალაქეთა ეკონომიკურ კეთილდღეობას, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ირაკლი ჩიქოვანი ვლადიმერ პუტინის მიერ საქართველოსთან მიმართებაში მიღებულ გადაწყვეტილებებს.

„პასუხისმგებლობის მქონე მთავრობის ყოველდღიური ზრუნვის საგანია სახელმწიფო სუვერენიტეტისა და ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობის დაცვა. უკანასკნელ პერიოდში განვითარებული მოვლენები ცხადყოფს, რომ რადიკალური პოლიტიკური დღის წესრიგი, როგორც სახელმწიფოთაშორისი, ისე ქვეყნის შიგნით, თანაბრად აზიანებს ორივე ინტერესს.

მიუხედავად ემოციური ფონისა, ჩვენ არ გავხდებით ამ დღის წესრიგის მძევალი, ვიქნებით მაქსიმალურად პრინციპულები
და მაქსიმალურად დავიცავთ ორივე ლეგიტიმურ ინტერესს - ქვეყნის სუვერენიტეტს და მოქალაქეთა ეკონომიკურ კეთილდღეობას“,
– განაცხადა ჩიქოვანმა.

20 ივნისიდან საქართველოში დაწყებული საპროტესტო ტალღის ფონზე, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას ქვეყნისა და მისი მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფის კონკრეტული ზომების თაობაზე. შედეგად, რუსულ ავიაკომპანიებს 8 ივლისიდან ეკრძალებათ სამოქალაქო და კომერციული ფრენები რუსეთიდან საქართველოს მიმართულებით.

გარდა ამისა, ტუროპერატორებს მიეცათ რეკომენდაცია, დროებით შეწყვიტონ საქართველოში ტურების გაყიდვა, მთავრობას კი დაევალა, მიიღოს ზომები საქართველოს ტერიტორიაზე დროებით მყოფი რუსეთის მოქალაქეების, ასევე მათი ბარგის, სამშობლოში დასაბრუნებლად.

როგორც პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, საქართველოში ვითარების ნორმალიზაცია იქნება პირობა, რომლის არსებობის შემთხვევაში რუსულ ავიაკომპანიებს კვლავ შეეძლებათ საქართველოში ფრენა.

თბილისში მრავალათასიანი საპროტესტო აქციები მოჰყვა საქართველოში, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე სესიის ფარგლებში, რუსეთის დუმის დეპუტატების ჩამოსვლას. ერთ-ერთმა მათგანმა სერგეი გავრილოვმა, რომელიც ასამბლეის პრეზიდენტია, სესიის დროს საქართველოს პარლამენტში თავმჯდომარის ადგილი დაიკავა და იქიდან მიმართა ქართველ და უცხოელ დეპუტატებს.

„ქართულმა ოცნებამ“ განმარტა, რომ გავრილოვის გამოჩენა პარლამენტის თავმჯდომარის ტრიბუნაზე შეუთანხმებელი იყო. მათივე განცხადებით, ამის შემდეგ მიიღეს გადაწყვეტილება, რუსული დელეგაციის მიერ საქართველოს დატოვების თაობაზე.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]