weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

აქციაზე დაშავებულების უხამსად მოხსენიებისთვის ქუთაისის მერიის მაღალჩინოსანი მოხსნეს

00:06 კვირა, 23 ივნისი 2019

ქუთაისის მერმა თანამდებობიდან გაათავისუფლა მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ნუგზარ ხუციბერიძე, რომელმაც სოციალურ ქსელში, 20 ივნისს, თბილისში საპროტესტო აქციის დაშლისას დაშავებული მოქალაქეები უხამსად მოიხსენია.

„ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია პოზიცია, რომელიც მან გამოხატა საპოლიციო ოპერაციის დროს დაშავებული ჩვენი თანამოქალაქეების მიმართ. მისი ეს პოზიცია სრულ წინააღმდეგობაშია საჯარო სამსახურის ეთიკასთან, რაც გახდა კიდეც ნუგზარ ხუციბერიძის სამსახურიდან დათხოვნის საფუძველი“ - ამის შესახებ ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია ფეისბუქზე წერს.

„რა უნდოდა, შტურმით რატომ იღებდა პარლამენტს? ასე რომ სამწუხაროდ ზოგს თვალში მოხვდა და ზოგს ტ...კში, არეულ ბრბოში ვერ განსაზღვრავ“ - ასე გამოეხმაურა ქუთაისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ნუგზარ ხუციბერიძე 20 ივნისს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პოლიციის მიერ ცრემლსადენი გაზითა და რეზინის ტყვიებით საპროტესტო აქციის მონაწილეთა დაშავებას.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]