weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

რუსეთის ომბუდსმენი ნინო ლომჯარიას რუსეთის მოქალაქეების დაცვაში დახმარებისკენ მოუწოდებს

12:16 კვირა, 23 ივნისი 2019

რუსეთის ომბუდსმენი ტატიანა მოსკალკოვა საქართველო სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას მოუწოდებს, დაეხმაროს საქართველოში მყოფი რუსეთის მოქალაქეების უფლებების დაცვაში.

„მოვუწოდებ, საქართველოს სახალხო დამცველს ნინო ლომჯარიას, გამიწიოს დახმარება საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი რუსეთის მოქალაქეების უფლებებისა და თავისუფლებების დაცვაში“, – აცხადებს მოსკალკოვა.

მისივე თქმით, „თბილისში მიმდინარე მოვლენები ღრმა შეშფოთების საფუძველს იძლევა“.

„რუსეთის დელეგაცია საქართველოში ჩავიდა მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაზე, ქართული მხარის მოწვევით იმისთვის, რომ განეხილათ ერთმორწმუნე ერების ურთიერთთანამშრომლობის ჰუმანიტარული და სულიერი ასპექტები…

სამწუხაროდ, კულტურული დიალოგის ნაცვლად დაირღვა მთელი რუსულ დელეგაციის უფლებები. მათი სოცოცხლე აღმოჩნდა საფრთხის წინაშე და ისინი იძულებულნი გახდნენ, დაეტოვებინათ ქვეყანა“, – განაცხადა რუსმა ომბუდსმენმა.

მისივე თქმით, რუსული ტელეარხის „რასია 24“-ის გადამღებ ჯგუფს თავს ნაციონალისტები დაესხნენ.

„ხოლო ათასობით რუსი ტურისტი იძულებული იყო, შეეწყვიტა შვებულება და სამშობლოში დაბრუნებულიყო. ადამიანის უფლებების ამგვარი დარღვევა დაუშვებელია იმ საზოგადოებაში, რომელმაც პატივი უნდა სხეს და დაიცვას საერთო ადამიანური ღირებულებები, რომელიც ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციითაა განმტკიცებული“, – ამბობს ტატიანა მოსკალკოვა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ბოლო დღეებში მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე, თბილისის სტუმრებს, უცხოელ ჟურნალისტებსა და ტურისტებს, მათ შორის რუსეთის ფედერაციიდან, არავითარი საფრთხე არ შექმნიათ.

„რუსეთის ფედერაციის ტელეკომპანიის ჟურნალისტების მონაწილეობით ცალკეულ მცირე ინციდენტთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება. ამასთან, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ, ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების ფონზე ქვეყანაში უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფისათვის სახელმწიფოს მიერ გადადგმული ნაბიჯების შესახებ მოხდა საერთაშორისო თანამეგობრობის, მათ შორის, ეუთოს ინფორმირება“, – ნათქვამია საქართველოს საგარეო უწყების მიერ 22 ივნისს გავრცელებულ განცხადებაში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]