weather cur horoscope tv
დეკემბერი 27, 2024

გვარამიას განცხადება მუხტის შესანარჩუნებლადაა, მედიას საფრთხე არ ემუქრება - თალაკვაძე

20:58 კვირა, 23 ივნისი 2019

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი, არჩილ თალაკვაძე გამოეხმაურა „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებას, რომლის თანახმადაც, ხელისუფლება ამაღამ ტელეკომპანიის ძალადობრივ აღებაზე მსჯელობს.

როგორც თალაკვაძემ საგანგებო ბრიფინგზე თქვა, გვარამიას ეს განცხადება დეზინფორმაციაა, რითიც პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციებზე მუხტის შენარჩუნებას ცდილობენ.

„მას შემდეგ, რაც მასობრივი არეულობის და ძალადობრივი სცენარი აღიკვეთა, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მისმა მთავარმა პროპაგანდისტულმა მანქანამ მიმართეს უბინძურეს პროვოკაციას. ისინი ქართულ საზოგადოებას უხმობენ არარსებული საფრთხისგან „რუსთავი 2“-ის დასაცავად.

პირდაპირ ვაცხადებთ, რომ ეს ემსახურება მიმდინარე აქციებზე მუხტის შენარჩუნების მცდელობას და არავითარი საფრთხე საქართველოში არცერთ მედიას, მით უმეტეს, ხელისუფლების მხრიდან არ ემუქრება.

შესაბამისად, ნიკა გვარამიას მონათხრობი არის სრული აბსურდი და სიცრუე“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ნიკა გვარამიას თქმით, ორი წყაროსგან, საიდანაც ერთ-ერთი სახელისუფლებოა, აქვს ინფორმაცია, რომ მიმდინარეობს გადაწყვეტილების მიღება „რუსთავი 2“-ის ძალადობრივი აღების შესახებ. გვარამია მოუწოდებს ხელისუფლებას, არ გაბედოს ტელეკომპანიაში შესვლა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]