weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

გაოცებული ვარ, რა გააკეთეს და რა რეზინის ტყვიები გამოიყენეს – სანდრა რულოვსი

10:33 ორშაბათი, 24 ივნისი 2019
ფოტო ©  Sandra Roelofs / Facebook ფოტო © Sandra Roelofs / Facebook

„ეს აქციები შედეგს აუცილებლად გამოიღებს. ეს ხალხზეა დამოკიდებული. მე და მიხეილ სააკაშვილი ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ვმოქმედებთ“, – განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრმა, სანდრა რულოვსმა, რომელიც პარლამენტთან აქციაზე შვილთან ერთად მივიდა.

როგორც მან აღნიშნა, იზიარებს მოთხოვნებს, რომელიც აქციის მონაწილეებს აქვთ.

„მოთხოვნებს მე შევუერთდები. ეს გახარიას გადადგომაა. ეს იმ ხალხის დასჯაა, ვისაც ზედმეტი მოუვიდა 20-21 ივნისს იმ ღამეს. ასევე არის ჩასატარებელი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით. ეს არის ძირითადი მოთხოვნები. ასევე პოლიტპატიმრები უნდა იყვნენ გათავისუფლებულები, ვინც ამ ბოლო დღეებში იყო დაკავებული“, – აღნიშნა სანდრა რულოვსმა.

მისივე თქმით, 20 ივნისის აქციის დარბევისას დაშავებულები საავადმყოფოში მოინახულა: „გაოცებული ვარ, რა გააკეთეს და რა რეზინის ტყვიები გამოიყენეს“.

პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია, რომელიც 20 ივნისიდან დაიწყო, დღეს 19:00 საათზე განახლდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]