weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

2020 წელს ყველა პარტიას მივცემთ პარლამენტში მოხვედრის შესაძლებლობას – კალაძე

12:39 ორშაბათი, 24 ივნისი 2019

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდება და საარჩევნო ბარიერი მთლიანად გაუქმდება. როგორც კალაძემ თქვა, ამ პირობებშიც „ქართულ ოცნებას“ დიდი მხარდაჭერა ექნება.

„პარტიის თავმჯდომარისგან მოვისმინეთ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც ეხება 2020 წლის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებას. უპრეცედენტოს ვუწოდებდი ამ გადაწყვეტილებას.

ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ბარიერი მთლიანად უქმდება, ნულოვანი ხდება, რითიც ჩვენ ყველა პოლიტიკურ პარტიას ვაძლევთ შესაძლებლობას, თუ საზოგადოების მხრიდან ექნებათ მხარდაჭერა, მოხვდნენ პარლამენტში.

ეს ჩვენ მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულების ადამიანებს ეყოლებათ თავიანთი წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში. მგონია, რომ „ქართულ ოცნებას“ ამ რეფორმის ფარგლებშიც ექნება ძალიან დიდი მხარდაჭერა“, – განაცხადა კალაძემ.

„ქართულ ოცნებაში“ დღეს პოლიტსაბჭოს სხდომა და უმრავლესობის შეხვედრა გაიმართა, რის შემდეგაც ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ გამოდიან ინიციატივით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით და ნულოვანი ბარიერის პირობებში ჩატარდეს.

პროპორციულ სისტემაზე გადასვლა პარლამენტის წინ 20 ივნისიდან დაწყებული საპროტესტო გამოსვლების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]