„მათთან, ვისი ქცევაც იყო პროვოკაციული და რომლებიც მოტივირებული არიან მუდამ, რომ გავიდნენ საქართველოს კონსტიტუციური ჩარჩოებიდან, ბუნებრივია, დიალოგი არ იქნება. მათ კანონი გასცემს შესაბამის პასუხს.
რაც შეეხება კონსულტაციებს, გაიმართება ყველასთან. მათ შორის, არსებობს შესაბამისი ფორმატი, რომელიც პარლამენტშია შექმნილი. დიალოგი შეეხება ყველას, როგორც პარლამენტში მყოფ პოლიტიკურ ძალებს, ისე პარლამენტის გარეთ მყოფ ოპოზიციას“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.