სააკაშვილის თქმით, „ვინც ახლა ამას დათანხმდება, ან აბსოლუტურად სულელია, ან ჩვეულებრივად ნაყიდი“.
„ივანიშვილი სრულ პანიკაშია. ვინც ახლა ამას დათანხმდება, არის ან აბსოლუტურად სულელი ან ჩვეულებრივად ნაყიდი. ახლა აქ საუბარია იმაზე, რომ
ამ კაცმა უნდა გადააყენოს გახარია, გაათავისუფლოს ყველა დაპატიმრებული
და დაუყოვნებლივ დანიშნოს რიგგარეშე პროპორციული არჩევნები.
გამოცვალოს ნაყიდი თამარ ჟვანია, ჩამოვიყვანოთ საერთაშორისო დამკვირვებლები და ყველამ ერთად ჩავატაროთ ახალი არჩევნები.
ყველაფერი დანარჩენი არის საქართველოს დაუძნებელი მტრის, ივანიშვილის აფერისტული სქემის განხორციელების მცდელობა. ჩემი აზრით, ამაზე პასუხი უნდა იყოს ის, რომ აქციები გაგრძელდეს მთელ საქართველოში და ივანიშვილი, ეს გველეშაპი, ეს დამაქცევარი უნდა მოშორდეს ქართველ ხალხს“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა ვიდეო-მიმართვაში.
2020 წლის არჩევნებისთვის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა პარლამენტის წინ 20 ივნისიდან დაწყებული საპროტესტო გამოსვლების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო. დღეს „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომა და უმრავლესობის შეხვედრა გაიმართა, რის შემდეგაც ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ გამოდიან ინიციატივით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით და ნულოვანი ბარიერის პირობებში ჩატარდეს.