weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ზუგდიდის საკრებულოს წევრები და მერიის თანამშრომლები გიორგი გახარიას მხარდაჭერას უცხადებენ

15:44 ორშაბათი, 24 ივნისი 2019

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებისა და საჯარო მოხელეების ნაწილი შს მინისტრ გიორგი გახარიას მხარდაჭერას უცხადებს. მათ ხელი მოაწერეს ვებგვერდ Manifest.ge-ზე გამოქვეყნებულ პეტიციას და სოციალურ ქსელში გააზიარეს.

რადიო „ათინათის“ ინფორმაციით, ხელმომწერებს შორის იყვნენ საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია, მისი მოადგილე ბესიკ ჭეჟია, საკრებულოს წევრი კონსტანტინე კაკავა, მერიის ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების წარმომადგენელი დავით შამათავა, მერიის ააიპ „ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრის“ თანამშრომელი თემო კიკალეიშვილი და სხვები.

შს მინისტრის ფოტო წარწერით „ჩვენი მხარდაჭერა გიორგი გახარიას“ სოციალურ ქსელში საკუთარ გვერდზე გააზიარა მერიის „კეთილმოწყობის სამსახურის“ უფროსმა, დიმიტრი ფაცაციამ.

პეტიციის ხელმომწერები მოითხოვდნენ არ გადადგეს შს მინისტრი გიორგი გახარია, თუმცა რამდენიმე წუთის წინ Manifest.ge-ს ადმინისტრაციამ პეტიცია წაშალა და განმარტებები გააკეთა: „20 ივნისს შსს-მ დაშალა პარლამენტთან გამართული აქცია, სადაც მათ დაარღვიეს ადამიანის უფლებები, მათ იძალადეს ახალგაზრდებზე, უკანონოდ დააკავეს ადამიანები. ამ საიტზე არასდროს დაიდება პეტიცია, რომელიც უპირისპირდება ადამიანს, ადამიანის უფლებებს და იცავს მოძალადეს“.

თბილისში, პარლამენტთან საპროტესტო გამოსვლებზე მეხუთე დღეა ითხოვენ, რომ შინაგან საქმეთა მინისტრმა თანამდებობა დატოვოს. ამ მოთხოვნით რამდენიმე ადამიანმა შიმშილობაც დაიწყო.

დღეს, „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, კახა კალაძემ თქვა, რომ პოლიტსაბჭოს მიერ გიორგი გახარიას გადადგომის საკითხი განხილული არ ყოფილა. პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა კი განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ 20 ივნისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხს „არ ხედავს“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]