weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

გახარიას პირობებში დემოკრატიული არჩევნების ჩატარება შეუძლებელია – ვაშაძე

16:46 ორშაბათი, 24 ივნისი 2019

გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ ხელისუფლებას ოთხ მოთხოვნას უყენებს. როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა პირველი მოთხოვნა შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომაა.

„უპირველეს ყოვლისა, თანამდებობიდან უნდა გადადგეს შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელმაც გაბედა და ხელი აღმართა საქართველოს მოქალაქეებზე და ახალგაზრდებზე. რომელმაც თავისივე პრემიერ-მინისტრის განკარგულება დაარღვია და გაფრთხილების გარეშე, როგორც ამას მოითხოვს საქართველოს კანონმდებლობა, გამოიყენა სპეცსაშუალებები. თან ისე, რომ ამან იმ წუთასვე შეუქმნა ადამიანების სიცოცხლეს საფრთხე.

არჩევნების გამყალბებელი გახარიას პირობებში, ნორმალური, დემოკრატიული არჩევნების ჩატარება შეუძლებელია“, – აღნიშნა ვაშაძემ.

მეორე მოთხოვნა 20 ივნისის აქციის დროს დაკავებულების დაუყოვნებლივ გათავისუფლებაა, რომლებსაც „სტალინისტური მეთოდებით 12-დან 15-დღემდე დაკავება შეუფარდეს იმისთვის, რომ ადამიანები თავიანთ პროტესტს გამოთქვემდნენ, როცა სახელმწიფოს ღირსება შეულახეს“.

„მესამე - აუცილებელია დაისაჯოს ყველა ის თანამდებობის პირი, რომელმაც ხელი აღმართა ქართულ საზოგადოებაზე. მეოთხე -

სასწრაფოდ დასაწყებია პროცესი იმისთვის, რომ ვადამდელი პროპორციული არჩევნების ჩასატარებლად საარჩევნო კანონმდებლობაში შეტანილ იქნას შესაბამისი ცვლილებები.

ასეთი პრინციპით დაკომპლექტეული კომისიებით ჩვენ დემოკრატიულ არჩევნებს ვერ ჩავატარებთ, საზოგადოების გახლეჩილობას ვერ აღმოვფხვრით და ვერ დავამთავრებთ იმ პოლარიზებას, რომელიც საქართველოს არ აძლევს საშუალებას, ჩამოყალიბდეს ნორმალურ, დემოკრატიულ, განვითარებულ, სამოქალაქო საზოგადოებაზე დაფუძნებულ სახელმწიფოდ“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]