„უპირველეს ყოვლისა, თანამდებობიდან უნდა გადადგეს შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელმაც გაბედა და ხელი აღმართა საქართველოს მოქალაქეებზე და ახალგაზრდებზე. რომელმაც თავისივე პრემიერ-მინისტრის განკარგულება დაარღვია და გაფრთხილების გარეშე, როგორც ამას მოითხოვს საქართველოს კანონმდებლობა, გამოიყენა სპეცსაშუალებები. თან ისე, რომ ამან იმ წუთასვე შეუქმნა ადამიანების სიცოცხლეს საფრთხე.
არჩევნების გამყალბებელი გახარიას პირობებში, ნორმალური, დემოკრატიული არჩევნების ჩატარება შეუძლებელია“, – აღნიშნა ვაშაძემ.
მეორე მოთხოვნა 20 ივნისის აქციის დროს დაკავებულების დაუყოვნებლივ გათავისუფლებაა, რომლებსაც „სტალინისტური მეთოდებით 12-დან 15-დღემდე დაკავება შეუფარდეს იმისთვის, რომ ადამიანები თავიანთ პროტესტს გამოთქვემდნენ, როცა სახელმწიფოს ღირსება შეულახეს“.
„მესამე - აუცილებელია დაისაჯოს ყველა ის თანამდებობის პირი, რომელმაც ხელი აღმართა ქართულ საზოგადოებაზე. მეოთხე -
სასწრაფოდ დასაწყებია პროცესი იმისთვის, რომ ვადამდელი პროპორციული არჩევნების ჩასატარებლად საარჩევნო კანონმდებლობაში შეტანილ იქნას შესაბამისი ცვლილებები.
ასეთი პრინციპით დაკომპლექტეული კომისიებით ჩვენ დემოკრატიულ არჩევნებს ვერ ჩავატარებთ, საზოგადოების გახლეჩილობას ვერ აღმოვფხვრით და ვერ დავამთავრებთ იმ პოლარიზებას, რომელიც საქართველოს არ აძლევს საშუალებას, ჩამოყალიბდეს ნორმალურ, დემოკრატიულ, განვითარებულ, სამოქალაქო საზოგადოებაზე დაფუძნებულ სახელმწიფოდ“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.