weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

არსად არ მივდივართ – ირმა ინაშვილი „პატრიოტთა ალიანსის“ მოსკოვში ვიზიტზე

17:55 ორშაბათი, 24 ივნისი 2019

რუსეთის დუმის დეპუტატმა, დსთ-ს ქვეყნების და ევრაზიული ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლეონიდ კალაშნიკოვმა განაცხადა, რომ „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ მოსკოვში მიწვეულია საერთაშორისო ფორუმზე - „პარლამენტარიზმის განვითარება“. კალაშნიკოვის თქმით, ქართულ დელეგაციას უსაფრთხოების გარანტიას აძლევენ.

როგორც რუსმა დეპუტატმა განაცხადა, „პატრიოტთა ალიანსის“ მოსკოვში ვიზიტზე საბოლოო გადაწყვეტილება უახლოეს პერიოდში იქნება მიღებული.

მას შემდეგ, რაც მოსკოვში დაგეგმილ ფორუმში „პატრიოტთა ალიანსის“ შესაძლო მონაწილეობაზე ინფორმაცია გავრცელდა, დეპუტატმა ირმა ინაშვილმა განაცხადა, რომ „არსად არ მიდიან“.

„ჩვენი საპარლამენტო დელეგაცია არც პირველ ივლისს და არც ორ ივლისს მოსკოვში არ მიდის.

ნამდვილად იგეგმებოდა შეხვედრა სოხუმის და ცხინვალის პირველ პირებთან, ნამდვილად იგეგმებოდა წინსვლა ამ საკითხებშიც და ვიზების გაუქმების საქმეშიც, მაგრამ ყველა ეს პროცესი, უკვე მეორედ, შეჩერდა და გადაიდო გაურკვეველი დროით.

 ასე რომ, არსად არ მივდივართ. ზემოთქმულიდან გამომდინარე, სრულიად სხვა კითხვას ვთავაზობ საზოგადოებას, ჩვენ თავს გავცეთ კითხვაზე პასუხი: საერთოდ, გვინდა თუ არა ჩვენ სოხუმის და ცხინვალის დედასამშობლოში დაბრუნება?“, – წერს ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]