weather cur horoscope tv
დეკემბერი 24, 2024

დეპუტატ თამარ ხულორდავას თანაშემწემ პროტესტის ნიშნად სამსახური დატოვა

18:41 ორშაბათი, 24 ივნისი 2019

საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, თამარ ხულორდავას თანაშემწემ, მარიკა კირვალიძემ პროტესტის ნიშნად თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ მან ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს განუცხადა.

მარიკა კირვალიძის თქმით, რუსთაველის გამზირზე 20 ივნისის აქციის დარბევის შემდეგ ელოდა, რომ მმართველი გუნდის წევრების მხრიდან შესაბამისი განცხადებები გაკეთდებოდა და თანამდებობას ბევრი დატოვებდა.

„რომ ვერ მოვისმინე [განცხადებები], დღის მეორე ნახევარში გადავწყვიტე, რომ აქ ვეღარ გავჩერდებოდი, ვეღარ ვიმუშავებდი. სანამ ეს საზარელი ღამე მოხდებოდა და ასე დაარბევდნენ ბავშვებს, მაშინ უვკე ვფიქრობდი, რომ უნდა გადამდგარიყო კობახიძე. დააგვიანდა.

მე მინდოდა აქციებზე დგომა, მინდოდა, რომ ბატონი ირაკლი გადამდგარიყო, ზაქარია ქუცნაშვილისთვის ჩამოერთმიათ მანდატი, მაგრამ მინდოდა, რომ ეს დროულად მომხდარიყო.

ველოდი, რომ ძალიან ბევრი უნდა გადამდგარიყო. პირველ რიგში ველოდებოდი ჩემი ფავორიტისგან, ბატონი გახარიასგან რომ გადაგებოდა. მეორე დღის დილიდან ველოდებოდი, მაგრამ რადგან ეს არ მოხდა, მე გადავდექი“, – ამბობს კირვალიძე.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]