weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

პეტრო პოროშენკო უკრაინელებს საქართველოში დასვენებისკენ მოუწოდებს

19:34 ორშაბათი, 24 ივნისი 2019

უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო საქართველოს მხარდასაჭერად სპეციალურ ვიდეომიმართვას ავრცელებს და უკრაინელებს მოუწოდებს, საზღვარგარეთ და ოკუპირებულ ყირიმში დასვენების ნაცვლად, საქართველოში გაემგზავრონ.

პირველი არხის ინფორმაციით, პოროშენკომ განაცხადა, რომ მოსკოვს, საჰაერო მიმოსვლის დაბლოკვით, საქართველოს ეკონომიკურად დასუსტება სურს და დარტყმას აყენებს საქართველოს ტურიზმს.

„ჩვენ, უკრაინელებმა არ უნდა დავტოვოთ გასაჭირში ჩვენი ქართველი ძმები. მინდა, მოვუწოდო, ჩვენს თანამემამულეებს, რომლებიც გეგმავენ საზღვარგარეთ ან ოკუპირებულ ყირიმში დასვენებას, გადაერთონ საქართველოზე. ვინც ჯერ კიდევ გეგმავთ თქვენს შვებულებას, ჩემი თხოვნა იქნება, გაემგზავრეთ შესანიშნავ, მზიან ქართულ კურორტებზე, სადაც ქართველები თავიანთ სტუმართმოყვარეობას გაჩვენებენ“, – აღნიშნავს პოროშენკო.

გარდა ამისა, პეტრო პოროშენკო მოუწოდებს უკრაინის მთავრობას, ამ პერიოდში გააკეთონ ფასდაკლება უკრაინა-საქართველო-უკრაინის რეისებზე საჰაერო ნავიგაციის მომსახურებისა და აეროპორტის მოსაკრებლებზე.

„ავიაკომპანიებს კი,  შეუძლიათ, ბილეთების ფასის შემცირება. საქართველომ კიევის სახელწოდებაში მნიშვნელოვანი ცვლილება შეიტანა (Kiev – Kyiv). ვფიქრობ, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უნდა დაიწყოს მოლაპარაკებები საქართველოს ოფიციალური სახელწოდების შეცვლის შესახებ („გრუზიას“ ნაცვლად - „საქართველო“). საქართველოს მხარდაჭერა უკრაინის მხარდაჭერას ნიშნავს“, – აღნიშნა პეტრო პოროშენკომ ვიდეომიმართვაში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]