weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

სადაც არის გახარია, იქ არის სისხლი და ცხედრები – გედევან ფოფხაძე

13:37 სამშაბათი, 25 ივნისი 2019

„რაც ხდებოდა 20 ივნისს, იმას არანაირი მორალური სტანდარტი არ აქვს. ჩვენ ომი გამოვუცხადეთ საკუთარ ხალხს. მეტიც, გამოცხადების გარეშე დაიწყო ეს ყველაფერი. 15 წუთით ადრე პრემიერი გვპირდებოდა ყველას, რომ ეს არ არის „ქართული ოცნების“ სტანდარტი და რომ სისხლი არ დაიღვრება, რეზინის ტყვიები და მომწამლავი გაზი არ იქნება. 15 წუთის შემდეგ დაწიყო შტურმი საკუთარ ხალხზე“, – განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ.

ფოფხაძის თქმით, 20 ივნისის მოვლენების გადაფარვა „ნაციონალების“ ფაქტორით, ამორალურია. დეპუტატს მიაჩნია, რომ პასუხისმგებლომა მომხდარზე უნდა აიღოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ და გადადგეს.

„გახარია სამეგრელოში იყო და იმ საარჩევნო კამპანიას, იმ ტერორის რომელიც სამეგრელოში ხდებოდა, შეეწირა ჩემი მეგობრის დედა ია კერზაია.

„ნაციონალი“ ზონდერებითაა გავსებული ძალოვანი სტრუქტურები, მოსამართლეები სულ ნაციონალი ზონდერები არიან. 

„ქართული ოცნების“ ნაციონალიზაცია რომ დასრულდა 20 ივნისს, ესაა ამ ყველაფრის შედეგი.

ამ ყველაფერს ან გავუსწრებთ თვალს ან სიცრუეში ვიცხოვრებთ. ეს არის რეალობა. სადაც არის გახარია, იქ არის სისხლი და ცხედრები. ესაა რეალობა. თქვენ შეგიძლიათ გადაეფაროთ, მაგრამ ჩვენ გვაქვს მორალური პასუხისმგებლობა. მიმაჩნია, რომ გახარია უნდა გადადგეს და აიღოს პასუხისმგებლობა... ვისაც რა უნდა ის თქვას, ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა ხალხის წინაშე და ამ შემთხევაში „ნაციონალების“ ფაქტორით ამ პასუხისმგებლობას ვერავინ ვერ გაექცევა“, – აღნიშნა გედევან ფოფხაძემ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]