weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

გიორგი გახარიას ადგილზე მე აუცილებლად გადავდგებოდი – კობა ნარჩემაშვილი

13:46 სამშაბათი, 25 ივნისი 2019

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის, კობა ნარჩემაშვილის განცხადებით, ის რომ გიორგი გახარიას ადგილზე იყოს, აუცილებლად დატოვებდა შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობას.

ნარჩემაშვილის თქმით, ქვეყანაში დღეს მიდის ძალიან ცუდი პროცესი ცალკეულ პოლიციელებზე ჯოხის გადატეხვის, რამაც შესაძლოა, სახელმწიფოსთვის უმნიშვნელოვანესი სტრუქტურის დემორალიზება გამოიწვიოს.

„პოლიტიკური პასუხისმგებლობა არსებობს იმიტომ კი არა, რომ ხელისუფლება გადარჩეს, არამედ იმიტომ, რომ ინსტიტუციებმა შეძლონ ფუნქციონირება. შსს-ს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქცია და აუცილებელია მას ჯანსაღი ფუნქციონირების საშუალება ჰქონდეს. ჩემი აზრით, გახარიას გადადგომა არის მოცემულობა, რომელიც შექმნა თავად „ქართულმა ოცნებამ“. „ოცნებამ“ აირჩია უკიდურესად დესტრუქციული ძალა მთავარ ოპონენტად და მასთან დაპირისპირებაში დაემსგავსა კიდეც წინა ხელისუფლებას. 20 ივნისის მოვლენებზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება მოქმედ ხელისუფლებას“, – განაცხადა კობა ნარჩემაშვილმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]