„მე მიმაჩნია, რომ მთლიანად მთავრობა უნდა გადადგეს და რიგგარეშე არჩევნები უნდა გამოვაცხადოთ“, – განაცხცადა ჟურნალისტებთან ოქრიაშვილმა.
მისივე თქმით, ის ეწინააღმდეგება შერეული საარჩევნო სისტემის მხოლოდ პროპორციულით ჩანაცვლებას, რადგან პარლამენტში „უფრო მეტი პოლიტიკური ცირკი“ იქნება.
„თქვენ ხედავთ დღეს რაც მოხდა.
აშკარაა, რომ პოლიტიკური იდიოტების პროცენტი ძალიან მაღალია საქართველოს პარლამენტში და იმის შემდეგ, როცა გადავალთ პროპორციულ სისტემაზე პოლიტიკური იდიოტების რიცხვი გაიზრდება.
ასე რომ, ცირკებს უფრო მეტს ვნახავთ მომავალში. მე ვეწინააღმდეგები ამ სისტემაზე გადასვლას და მაქვს არგუმენტები. ჩემს მოწინააღმდეგებსს კი არგუმენტები არ აქვთ და მხოლოდ ის უნდათ, ამ შენობაში პოლიტიკურმა იდიოტებმა დაიბუდონ. მე მაჟორიტარული სისტემის მომხრე ვარ და თუ გადავლენ პროპორციულზე, გადავიდნენ. მე მხარს არ დავუჭერ“, – განაცხადა კახა ოქრიაშვილმა.
გუშინ, 24 ივნისს, „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ გამოდიან ინიციატივით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით და ნულოვანი ბარიერის პირობებში ჩატარდეს.
პროპორციულ სისტემაზე გადასვლა, ისევე როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომა, 20 ივნისიდან თბილისში დაწყებული საპროტესტო გამოსვლების მთავრი მოთხოვნებია.