weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

პარლამენტის თავმჯდომარედ არჩილ თალაკვაძე აირჩიეს

14:50 სამშაბათი, 25 ივნისი 2019

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე აირჩიეს. დღევანდელ პლენარულ სესიაზე, თალაკვაძის არჩევას მხარი 94-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი არავინ ყოფილა. რეგისტრაცია პარლამენტის სულ 101-მა წევრმა გაიარა.

კენჭისყრას „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წევრები არ ესწრებოდნენ.

არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძე შეცვალა, რომელმაც აღნიშნული პოსტი რამდენიმე დღის წინ დატოვა.

მეცხრე მოწვევის პარლამენტში არჩილ თალაკვაძე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი იყო. 2014 -2016 წლებში ის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. 2012-2014 წლებში კი სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილე იყო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]