weather cur horoscope tv
ოქტომბერი 16, 2019

ხაჯიმბა ქართველ პოლიტიკოსებს მოუწოდებს, „ოკუპირებული ტერიტორიები“ არ ახსენონ

15:51 სამშაბათი, 25 ივნისი 2019 hits 1813

აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ უშიშროების საბჭოს სხდომაზე თბილისში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ბოლო დროს საქართველოს ხელისუფლების მიერ აფხაზეთთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებები მიუღებელია. ხაჯიმბა ქართველ პოლიტიკოსებს მოუწოდებს, ოკუპირებული ტერიტორიების ხსენებისგან თავი შეიკავონ.

საქართველოში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით, რაულ ხაჯიმბამ „უშიშროების საბჭოს“ სხდომა 24 ივნისს მოიწვია.

„ის, რაც დღეს საქართველოში ხდება, შიდაპოლიტიკური დაპირისპირებაა, რომლის მონაწილეებიც ცდილობენ რუსეთი დაადანაშაულონ შექმნილ სიტუაციაში. მოქმედმა პრეზიდენტმა და ოპოზიციამ აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში „ოკუპირებული ტერიტორიების" ხსენებისგან თავი უნდა შეიკავონ და საკუთარი შიდაპოლიტიკური ამოცანები დამოუკიდებელი სახელმწიფოების ხსენების გარეშე გადაჭრან“, – განაცხადა ხაჯიმბამ.

ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა, დაურ კოვემ აღნიშნა, რომ აფხაზეთის წარმომადგენლები ჟენევის მოლაპარაკებების მორიგ რაუნდზე მოითხოვენ, რომ განიხილონ ქართველი დეპუტატების მიერ, პარლამენტის ტრიბუნიდან „აფხაზი ხალხის მისამართით გაკეთებული შეურაცხმყოფელი რეპლიკების“ საკითხი.

 

ამ თემაზე:

„მოედანზე პროტესტი გულისამრევია“ - ახრიკ ცვეიბა

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]