საქართველოში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით, რაულ ხაჯიმბამ „უშიშროების საბჭოს“ სხდომა 24 ივნისს მოიწვია.
„ის, რაც დღეს საქართველოში ხდება, შიდაპოლიტიკური დაპირისპირებაა, რომლის მონაწილეებიც ცდილობენ რუსეთი დაადანაშაულონ შექმნილ სიტუაციაში. მოქმედმა პრეზიდენტმა და ოპოზიციამ აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში „ოკუპირებული ტერიტორიების" ხსენებისგან თავი უნდა შეიკავონ და საკუთარი შიდაპოლიტიკური ამოცანები დამოუკიდებელი სახელმწიფოების ხსენების გარეშე გადაჭრან“, – განაცხადა ხაჯიმბამ.
ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა, დაურ კოვემ აღნიშნა, რომ აფხაზეთის წარმომადგენლები ჟენევის მოლაპარაკებების მორიგ რაუნდზე მოითხოვენ, რომ განიხილონ ქართველი დეპუტატების მიერ, პარლამენტის ტრიბუნიდან „აფხაზი ხალხის მისამართით გაკეთებული შეურაცხმყოფელი რეპლიკების“ საკითხი.
ამ თემაზე: