weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ზუგდიდის ყოფილ მერი და მისი მოადგილე სასამართლომ ქრთამის აღებაში დამნაშავედ ცნო

17:11 სამშაბათი, 25 ივნისი 2019
ფოტო © ipn.ge ფოტო © ipn.ge

თბილისის საქალაქო სასამართლომ ზუგდიდის ყოფილ მერს, ლაშა გოგიასა და მის მოადგილეს, გია გულორდავას ორი წლით თავისუფლების აღკვეთა და ოთხი წლით პირობითი მსჯავრი შეუფარდა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ზუგდიდის ყოფილი მერი ლაშა გოგია და მისი პირველი მოადგილე გია გულორდავა 2018 წლის პირველ ნოემბერს დააკავა. სუს-ის ინფორმაციით, 2018 წლის პირველ ნახევარში გოგიამ და გულორდავამ ზუგდიდში მდებარე გულუას ბაღისა და რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიების აუქციონზე გატანის სანაცვლოდ მოქალაქეს ზ.კ-ს ქრთამის სახით 21 500 აშშ დოლარი გამოართვეს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით მიმდინარეობდა, რაც 11-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ლაშა გოგიამ და მისმა მოადგილემ, გია გულორდავამ თანამდებობები 2018 წლის 12 სექტემბერს, მიზეზის განმარტების გარეშე დატოვეს, რის შემდეგაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ქრთამის აღების შესაძლო ფაქტზე გამოძიება დაიწყო. ლაშა გოგია აცხადებდა, რომ უდანაშაულოა და პროვოკაციის მსხვერპლი გახდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]