weather cur horoscope tv
ნოემბერი 21, 2024

პარლამენტის თავმჯდომარის პოზიციაზე პირუთვნელად ვაპირებ საქმიანობას – თალაკვაძე

17:55 სამშაბათი, 25 ივნისი 2019

საზოგადოებასა და ჩემს კოლეგებს ვაძლევ პირობას, რომ პარლამენტის თავმჯდომარის პოზიციაზე პირუთვნელად, მაქსიმალური ძალისხმევითა და გონივრული გადაწყვეტილებებით ვაპირებ საქმიანობას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

არჩილ თალაკვაძის თქმით, მისთვის დიდი პასუხისმგებლობა და ამავდროულად, პატივია, პარლამენტის საქმიანობას გაუძღვეს.

„პარლამენტი არის საკონსტიტუციო ინსტიტუტი, რომელიც პასუხისმგებელია ქვეყანაში კანონების შემუშავებასა და ზედამხედველობაზე აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობის მიმართ. ორივე მიმართულებით, ისევე როგორც სხვა ამოცანებზე, პარლამენტი საზოგადოებას შესთავაზებს მაქსიმალურად საქმიან, მშვიდ გარემოსა და პოლიტიკას. მაქსიმალურად ვეცდები, რომ ის ოპოზიციური ძალები, რომლებიც პარლამენტში არიან წარმოდგენილი და რჩებიან კონსტიტუციისა და კანონმდებლობის პატივისცემის ფარგლებში, ჩავრთოთ პროცესში და ამ ჩართულობით მივიღოთ სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

თალაკვაძე პარლამენტის თავმჯდომარედ დღეს აირჩიეს. მან ირაკლი კობახიძე შეცვალა, რომელიც 20 ივნისის საპროტესტო აქციის შემდეგ გადადგა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]