weather cur horoscope tv
აპრილი 24, 2024

ხელისუფლებამ დაიწყო ბოლშევიკური ტერორი – ვაშაძე მელიას შესაძლო დაკავებაზე

21:12 სამშაბათი, 25 ივნისი 2019

ხელისუფლებამ დაიწყო ბოლშევიკური ტერორი. დამიჯერეთ, ეს ბოლო დაკავება არ არის, – განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ ნიკა მელიას შესაძლო დაკავებასთან დაკავშირებით.

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან ერთად გამართულ საგანგებო პრესკონფერენციაზე ვაშაძემ თქვა, რომ ნიკა მელიას დაკავება „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ შურისძიება იქნება.

„განწირული ხელისუფლებისთვის ახლა მთავარია ყურადღების გადატანა ძიძგილაობაზე, დაპირისპირებაზე, ერთმანეთის თავპირის მტვრევაზე და არა სასამართლო პროცესზე, სადაც უდანაშაულო ხალხს გაასამართლებენ იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქის პროტესტს შეუერთდნენ.

ნიკა მელიას ქმედებებში არ იყო არანაირი დანაშაული, მის ქმედებებში არ იყო არაფერი, რაც ეწინააღმდეგებოდა მის სტატუსს, როგორც პარლამენტის წევრის.

ადამიანმა ერთი, რაც თქვა იყო, რომ საქართველოს მოქალაქეს აქვს უფლება შევიდეს ამ შენობაში, რომელსაც ვინახავთ ჩვენი ფულით“, – განაცხადა ვაშაძემ.

როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე ითქვა, საქართველოს გენერალური პროკურატურა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი აწარმოებენ გამოძიებას 2019 წლის ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით.

პროკურატურა აპირებს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეს, ნიკა მელიას ბრალი ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის მუხლით წარუდგინოს.

სავარაუდოდ, საქმე ეხება 20-21 ივნისს პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე მელიას განცხადებას, როდესაც მან თქვა, რომ თუ ერთი საათის განმავლობაში არ გადადგებოდნენ ირაკლი კობახიძე, გიორგი გახარია და ვახტანგ გომელაური, აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობაში მშვიდობიანად შევიდოდნენ. ამ განცხადებიდან მალევე, აქციაზე ვითარება დაიძაბა და დემონსტრანტებმა რამდენჯერმე სცადეს პოლიციის კორდონის გარღვევით პარლამენტში შესვლა.

მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის შეჩერების თაობაზე პროკურატურამ პარლამენტს დღეს მიმართა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]