weather cur horoscope tv
ოქტომბერი 20, 2019

გიორგი მარგველაშვილი აქციაზე: კობახიძე – ეტა რაზ, გახარია – ეტა დვა

23:22 სამშაბათი, 25 ივნისი 2019 hits 237

„30 წლის წინ, ძალიან მტკივნეულად, მაშინაც აქ დაიღვარა სისხლი უმანკო ბავშვების და ამ სისხლმა, მისმა მისტიკამ დაანგრია უდიდესი იმპერია. ამიტომ, აი ასე ძლიერად გაერთიანებული იმ გმირობით, რომელიც აქ შედგა სულ რამდენიმე დღის წინ, მე მჯერა, რომ ძალიან ნათელი და ძალიან წმინდა მომავალი დაიწერება“, – განაცხადა საქართველოს მეოთხე პრეიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა რუსთაველის გამზირზე, სადაც მეექვსე დღეა საპროტესტო აქციაა.

გიორგი მარგველაშვილის აზრით, პარლამენტის თავმჯდომარის გადადგომის შემდეგ, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარიაც გადადგება.

„დღეს მინდა, კიდევ ერთ რამეს გავუსვა ხაზი: სიმტკიცე და ჩვენ მიერ დაშვებული შეცდომების არდაშვება, რაც ჩვენმა თაობამ დაუშვა, როდესაც ერთმანეთს გადავეკიდეთ და დავუპირისპირდით. ვხედავთ, თუნდაც, როგორ მიდის ეს მიტინგი, ეს ნათელი ხედვა, ის, რომ არ იცვლება მოთხოვნები, რომელებიც ძალიან მტკიცეა და ამას არაფერი ტეხავს. ჩვენ ვუშვებდით შეცდომებს, დღეს ერთ რამეს ვიტყოდით, მეორე დღეს - მეორეს და ვიბნეოდით ხოლმე.

დღეს მე სიმტკიცე დავინახე, რასაც მხოლოდ გამარჯვებები ექნება მომავალში. ამიტომ, ცოტა იუმორით რომ მოგმართოთ: კობახიძე - „ეტა რაზ“, გახარია - „ეტა დვა“!

დაბოლოს, მივმართავ საერთაშორისო პარტნიორებს, რომლებიც ხშირად გულდაწყვეტილები არიან, როდესაც ამბობენ, რომ რუსეთი იგებს იდეოლოგიურ ბრძოლას, საქართველოში კი არა, მათ ქვეყნებში. [...] დღეს მათვე მინდა ვუთხრა, რომ მოვიდნენ და დააკვირდნენ ახალ საქართველოს, რათა იპოვონ აქ პასუხები იმაზე, როგორ უნდა ებრძოლონ რუსეთის რბილ ძალას - აქ, ქართველმა ხალხმა მათ კიდევ ერთი ბრძოლის შედეგად აჩვენა, რომ რუსეთი ვერ გაიმარჯვებს. ნახონ და ისწავლონ, როგორ შეგვიძლია ჩვენ ჩვენი სიამაყისა და ჩვენი ეროვნულობის დაცვა! ძალიან მიყვარხართ, მეამაყებით, თქვენთან ერთად ვარ და თქვენთან ერთად ვიდგები გამარჯვებამდე!“ – მიმართა მარგველაშვილმა პარლამენტის წინ შეკრებილ ადამიანებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

reginfo.g[email protected]