weather cur horoscope tv
ნოემბერი 03, 2024

ეს ყველაფერი ძალიან ჰგავს 1937 წელს – თინა ბოკუჩავა ნიკა მელიას შესაძლო დაკავებაზე

11:01 ოთხშაბათი, 26 ივნისი 2019

„ეს ყველაფერი ძალიან ჰგავს 1937 წელს, როდესაც ძალიან ბევრი ადამიანი, მათ შორის ჩემი დიდი ბაბუა, „ტროიკის“ გადაწყვეტილებით გადაასახლეს ციმბირში, უვადოდ და არავინ იცის სად წავიდა“, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

გაერთიანებული კომიტიტების სხდომაზე, სადაც ნიკა მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის მოხსნის საკითხს განიხილავენ, ბოკუჩავამ საპროკურორო ზედამხედველობის სამმართველოს უფროსი, ამირან გულუაშვილი და კომიტეტების თავმჯდომარეები - გიორგი კახიანი და ანრი ოხანაშვილი „ტროიკას“ შეადარა.

„ბატონო ამირან გულუაშვილო, ბატონი ანრი ოხანაშვილი და გაგა კახიანი დღეს თქვენ წარმოადგენთ ივანიშვილის „ტროიკას“, – თქვა ბოკუჩავამ, რის შემდეგაც მიკროფონი გაუთიშეს.

„ჩვენთვის მიკროფონის გათიშვა არ გიშველით, არც არცერთი ჩვენგანის დაჭერა. არანაირი პიროვნული შეურაცხყოფა აქ არის არის, ეს არის ჩემი პოლიტიკური შეფასება. შეეგუეთ ამას იმიტომ, რომ ასე დარჩებით საქართველოს ისტორიას“, – აღნიშნა ბოკუჩავამ.

მისივე თქმით, ამირან გულუაშვილმა კომიტეტის სხდომაზე „ფარატინა ფურცელი“ მიიტანა.

პარლამენტში საპროცედურო და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებული სხდომა ხმაურით მიმდინარეობს.

პროკურატურა ნიკა მელიას ბრალს საზოგადოებრივი წესრიგისა და უშიშროების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენაში სდებს. პროკურატურამ მელიას სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ დადგენილბა 25 ივნისს გამოიტანა და პარლამენტს მიმართა მისთვის იმუნიტეტის მოხსნის თაობაზე. როგორც გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის საპროკურორო ზედამხედველობის სამმართველოს უფროსმა, ამირან გულუაშვილმა განაცხადა, ნიკა მელიას წინააღმდეგ არსებობს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების როგორც ფორმალური, ისე ფაქტობრივი საფუძვლები.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]