weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

მელიას მიმართ არსებობს წინასწარი პატიმრობის გამოყენების საფუძვლები – პროკურორი

11:27 ოთხშაბათი, 26 ივნისი 2019

პროკურორის ინფორმაციით, 20 ივნისს, პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე მიტინგის დროს, დეპუტატმა ნიკა მელიამ შეძლო დაეყოლიებინა მშვიდობიანი მომიტინგეები სამართალდამცველებზე ძალადობრივ თავდასხმაზე.

საქმის დეტალებზე გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის საპროკურორო ზედამხედველობის სამმართველოს უფროსმა, ამირან გულუაშვილმა პარლამენტის ორი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე ისაუბრა.

„მიტინგი დაიწყო დაახლოებით 17:00 საათზე და 21:50 საათამდე მიტინგი ატარებდა მშვიდობიან ხასიათს. დაახლოებით 21:00 საათზე მოქალაქეებს მიმართა პარლამენტის წევრმა ნიკანორ მელიამ და განაცხადა, რომ თუ ერთ საათში არ დაკმაყოფილდებოდა მათი მოთხოვნები, ყველას ერთად უნდა გადაენაცვლათ უშუალოდ პარლამენტის შენობაში. ვინაიდან ხსენებული მოთხოვნა არ შესრულდა, პარლამენტის სასახლეში შეჭრის მიზნით, მიტინგზე შეკრებილმა მოქალაქეების ნაწილმა, ნიკანორ მელიას ხელმძღვანელობითა და მისი უშუალო მონაწილეობით, დაიწყეს პარლამენტის შენობის წინ, პერიმეტრზე განლაგებული სამართალდამცავების მიმართ ძალადობა, იარაღად სხვადასხვა ნივთების გამოყენებით მათზე თავდასხმა, ასევე სამართალდამცავთა კუთვნილი ნივთების დაზიანება და განადგურება. ზემოაღნიშნული ძალადობრივი ქმედებების შედეგად, სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღეს როგორც სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებმა, ასევე პროტესტის მშვიდობიანად გამოხატვის მიზნით იქ შეკრებილმა მოქალაქეებმა“, – განაცხადა ამირან გულუაშვილმა.

რაც შეეხება მელიას მიმართ წინასწარი პატიმრობის გამოყენებას, როგორც ამირან გულუაშვილმა განაცხადა, არსებობს როგორც ფორმალური ისე ფაქტობრივი საფუძვლები, რომ დეპუტატს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდოს.

„აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გამოიყენება იმ დროს როდესაც არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ბრალდებული მიიმალება, ჩაიდენს ახალ დანაშაულს და ხელს შეუშლის მართლმსაჯულებასა და საქმეზე მტკიცებულებების მოპოვებას... ამასთანავე, სახეზე გვაქვს ევროპული კონვენციით გათვალისწინებული სტანდარტი, რაც გულისხმობს საფუძვლიან ეჭვს ბრალდებულის მიერ დანაშაულის შესაძლო ჩადენის შესახებ“, – განაცხადა ამირან გულუაშვილმა.

მისივე თქმით, ნიკა მელიას ბრალად ედება საზოგადოებრივი უშიშროებისა და წესრიგის წინააღმდეგ მიმართული მძიმე კატეგორიის ძალადობრივი დანაშაულის ჩადენა, რაც მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, სასჯელის სახით უალტერნატივოდ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ხანგრძლივი ვადით.

„ნიკანორ მელიას ბრალად წარდგენილი ქმედება, სავარაუდოდ, ჩადენილი აქვს იმ პირობებში, როდესაც მის მიმართ სხვა სისხლის სამართლის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულია გირაო. შესაბამისად, ფაქტია, რომ ნაკლებად მძიმე აღკვეთის ღონისძიების გამოყენებამ ვერ უზრუნველყო ბრალდებულის სათანადო ქცევა“, – აღნიშნა გულუაშვილმა.

ნიკა მელიას საკითხე კომიტეტების გაერთიანებული სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]