აკაკი ზოიძემ პასუხი სოციალურ ქსელში, პირად გვერდზე გამოაქვეყნა, სადაც გვარამიას „დანაშაულებრივი პარტიის, „ნაციონალური მოძრაობის“ პროპაგანდის მინისტრი“ უწოდა.
„შენ და უსინდისო მიშა ხართ სწორედ პირველი დამნაშავეები და პასუხისმგებელი ამ ახალგაზრდების დათხრილ თვალებზე. მელია უბრალო პროვოკატორი და შემსრულებელია, რომელიც მსხვერპლად შეწირეთ. კარგად ჩანდა იქ ვინ გეგმავდა შტურმს პარლამენტზე, ვინ ითხოვდა კიდევ ერთხელ მსხვერპლს და გვამებს, გეტყობოდათ როგორი გაცოფებული იყავით ყველა, როდესაც ღმერთმა დაგვიფარა, ჯერჯერობით და მსხვერპლი არ მოყვა თქვენს ამ პროვოკაციას.
მხოლოდ შენნაირი ადამიანების ავადმყოფურ ფანტაზიას შეუძლია წარმოიდგინოს, რომ არათუ მე, – არამედ ვინმე ამ მიწაზე დაბადებული, – ამ ქვეყნის შვილების პატრიოტულ შემართებას შეიძლება მაიმუნობად აღიქვამდეს. მეტიც, შენნაირ უსულო ადამიანს, ვერც წარმოუდგენია, რომ როგორც ექიმი, მართლა ორმაგად განვიცდი ამ ახალგაზრდების დაკარგულ თვალებს და ყოველ ჭრილობას“, – წერს აკაკი ზოიძე.
ნიკა გვარამიამ აკაკი ზოიძე გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ „აკაკი ზოიძე ბავშვების თვალების დათხრას აპრავებს“.
„აკაკი ზოიძე, შე ნაძირალა ყ..ო, მაიმუნობაა გავრილოვი? დემონსტრაციულად სულში რო ჩაა...ჯვით ყველა მკვდარს და ცოცხალს, ვისაც სამშობლო გვიყვარს, ეგაა მაიმუნობა? შენი ვითომ ექიმი კაციჭამია დედა მ....ან, სულგაყიდულო ბ...ო, რომ გდიხარ ეთერში და ბავშვების თვალების დათხრას აპრავებ!“ – წერდა გვარამია სოციალურ ქსელში.