კომიტეტების შემდეგ, საკითხი კენჭისყრისთვის დღესვე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გავა, სადაც საბოლოო გადაწყვეტილება იქნება მიღებული.
აღნიშნულ საკითზე მომხსენებლები იყვნენ გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის საპროკურორო ზედამხედველობის სამმართველოს უფროსი ამირან გულუაშვილი და მისი მოადგილე, რევაზ ბაღაშვილი. ამირან გულუაშვილის თქმით, არსებობს როგორც ფორმალური, ისე ფაქტობრივი საფუძვლები, რომ დეპუტატს წინასწარი პატიმრობა შეეფარდოს.
პროკურატურა აპირებს, 20-21 ივნისს, პარლამენტის შონობათან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, დეპუტატ ნიკა მელიას ბრალი ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობისთვის წარუდგინოს.
მელიას მიმართ ბრალდების დადგენილება პროკურატურამ 25 ივნისს გამოიტანა. იმავე დღეს გენერალურმა პროკურორმა პარლამენტს მიმართა, ნიკა მელიას მიმართ პატიმრობის გამოსაყენებლად თანხმობის მიღების წინადადებით.