ნიკა მელია არ გამორიცხავს დააკავონ პარლამენტის შენობაში, სადაც ის პლენარულ სხდომას ესწრება.
„მთელი ქვეყანა ადვენებს თვალს იმას, რასაც მე ახლა სახელს არ დავარქმევ, იმიტომ, რომ ყველა თავისთვის გააკეთებს დასკვნას. უბრალოდ, კიდევ ერთხელ ძალიან შემაშფოთებელი და ალბათ, ნათელია რატომ კეთდება ეს ყველაფერი ასე გაშმაგებულად. არა ბიძინა ივანიშვილის ხუშტურების გამო. არა, ბიძინა ივანიშვილი არ არის საკვანძო ფიგურა. თუკი გავეცნობით პუტინის მარჯვენა ხელის, გავრილოვის განცხადებას, რომელიც მოსკოვიდან პირდაპირ ითხოვს დეპუტატების დასჯას, მივხვდებით, რასთან გვაქვს საქმე“, – განაცხადა ნიკა მელიამ.
ცოტა ხნის წინ, პარლამენტის საპროცედურო და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, დეპუტატების უმრავლესობამ მხარი დაუჭირა გენერალური პროკურორის მიმართვას, ნიკა მელიას მიმართ პატიმრობის გამოყენების თაობაზე..
პროკურატურა აპირებს, 20-21 ივნისს, პარლამენტის შონობათან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, დეპუტატს ბრალი ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობისთვის წარუდგინოს. მელიას მიმართ ბრალდების დადგენილება პროკურატურამ 25 ივნისს გამოიტანა. იმავე დღეს გენერალურმა პროკურორმა პარლამენტს მიმართა, ნიკა მელიას მიმართ პატიმრობის გამოსაყენებლად თანხმობის მიღების წინადადებით.