weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

თმის ღერი არ ჩამომივარდება თავიდან, ეს ვიცი ზუსტად – ნიკა მელია შესაძლო დაკავებაზე

15:32 ოთხშაბათი, 26 ივნისი 2019

„ბატონმა რომან გოცირიძემ თქვა გენიალური რაღაც - თმის ღერი არ ჩამომივადება თავიდან. ეს ვიცი ზუსტად“, – განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, პარლამენტის წევრმა, ნიკა მელიამ ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვაზე - შესაძლებელია თუ არა, რომ ის პარლამენტში დააკავონ.

ნიკა მელია არ გამორიცხავს დააკავონ პარლამენტის შენობაში, სადაც ის პლენარულ სხდომას ესწრება.

„მთელი ქვეყანა ადვენებს თვალს იმას, რასაც მე ახლა სახელს არ დავარქმევ, იმიტომ, რომ ყველა თავისთვის გააკეთებს დასკვნას. უბრალოდ, კიდევ ერთხელ ძალიან შემაშფოთებელი და ალბათ, ნათელია რატომ კეთდება ეს ყველაფერი ასე გაშმაგებულად. არა ბიძინა ივანიშვილის ხუშტურების გამო. არა, ბიძინა ივანიშვილი არ არის საკვანძო ფიგურა. თუკი გავეცნობით პუტინის მარჯვენა ხელის, გავრილოვის განცხადებას, რომელიც მოსკოვიდან პირდაპირ ითხოვს დეპუტატების დასჯას, მივხვდებით, რასთან გვაქვს საქმე“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

ცოტა ხნის წინ, პარლამენტის საპროცედურო და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, დეპუტატების უმრავლესობამ მხარი დაუჭირა გენერალური პროკურორის მიმართვას, ნიკა მელიას მიმართ პატიმრობის გამოყენების თაობაზე..

პროკურატურა აპირებს, 20-21 ივნისს, პარლამენტის შონობათან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, დეპუტატს ბრალი ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობისთვის წარუდგინოს. მელიას მიმართ ბრალდების დადგენილება პროკურატურამ 25 ივნისს გამოიტანა. იმავე დღეს გენერალურმა პროკურორმა პარლამენტს მიმართა, ნიკა მელიას მიმართ პატიმრობის გამოსაყენებლად თანხმობის მიღების წინადადებით.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]