weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

რატომ არ ითხოვთ იმუნიტეტის შეჩერებას მათთვის, ვინც ასამბლეა ჩაშალეს? – კვიციანი

18:23 ოთხშაბათი, 26 ივნისი 2019

„პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა, დეპუტამა ემზარ კვიციანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც ნიკა მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის შეჩერების საკითხს კენჭი უნდა ეყაროს, იკითხა, რატომ არ უჩერდებათ იმუნიტეტი პარლამენტის იმ წევრებს, რომლებმაც 20 ივნისს, მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეა ჩაშალეს.

„ვინც 20 ივნისს პროვოკაცია მოაწყო და ვინც 20 ივნისის პროვოკაცია დაგეგმა, გამოძიებული და დადგენილია უკვე ის ადამიანები? რატომ პირდაპირ 21-ზე გადავედით და არ არის გამოძიებული და არ ითხოვთ იმ ადამიანების იმუნიტეტის შეჩერებას, რომლებიც აქ 20 რიცხვში შემოვარდნენ, ჩაშალეს ასამბლეა და ამით დიდი ზარალი მიაყენეს ჩვენს ქვეყანას, პოლიტიკურიც და ეკონომიკურიც, რატომ იწყებთ შუიდან? ესე იგი, ზის ახლა აქ ნიკა მელია, როგორც განტევების ვაცი. სამარცხვინოა ყველაფერი, რაც საქართველოში ხდება“, – განაცხადა ემზარ კვიციანმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]