weather cur horoscope tv
ნოემბერი 23, 2024

ისტორიაში ჩაიწერება, რომ მე-9 მოწვევის პარლამენტმა კოლეგა გაწირა – კვიციანი მელიაზე

18:36 ოთხშაბათი, 26 ივნისი 2019

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ სხვადასხვა პოლიტიკური მიმართულებები გვაქვს, ის არის ჩვენი კოლეგა. ბატონებო, ის არის ჩვენი კოლეგა და ეს ისტორიაში ჩაიწერება, რომ მეცხრე მოწვევის პარლამენტმა თავიანთი კოლეგა გაწირა. რადგანაც მოვიყვანეთ აქ დასვით, მაშინ კეთილი ინებეთ და დავიცვათ, – განაცხადა „პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა, დეპუტატმა ემზარ კვიციანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც ნიკა მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის საკითხს განიხილავენ.

როგორც ემზარ კვიციანმა აღნიშნა, 21 ივნისს საზოგადოებამ იხილა ბევრი მოწოდება, მათ შორის ირაკლი ოქრუაშვილისგან.

„ჩვენ 21-ში ვიხილეთ ბევრი ადამიანი, რომლებიც აკეთებდნენ მოწოდებებს. მახსოვს ასეთ ფრაზა, ივანიშვილს ხელიდან უნდა წავგლიჯოთ ხელისუფლება, გახსოვთ ალბათ ყველას, მაგის ავტორი ქვეყნის გამყიდველი ირაკლი ოქრუაშვილია, რომელსაც არ სჭირდება არც შეჩერება იმუნიტეტის და არც ჩამორთმევა. არის დაკითხული ან დაკავებული?

რაც შეეხება ნიკანორ მელიას, მასზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, გირაოთია გამოშვებული და არსად არ გაქცეულა. დღესაც აქ მოვიდა, ზის აგერ და გისმეთ. ყველა საფუძველი არსებობს იმისი, რომ არ გაიქცევა, რატომ არის მისი პატიმრობაში ყოფნა აუცილებელი, ეგ მაინტერესებს.

თუ არის საშუალება, რომ დეპუტატები, ვისაც სურვილი ექნებათ, თავდებში დაუდგეს ნიკა მელიას, აიღონ დეპუტატებმა თავის თავზე, რომ ნიკანორ მელია არ გაიქცევა და არ შეუშლის, ან შინაპატიმრობა იყოს“, – განაცხადა ემზარ კვიციანიმა.

მისივე თქმით, პროკურატურას სხვა 57 ათასი გამოუძიებელი საქმე აქვს.

პროკურატურა აპირებს, 20-21 ივნისს, პარლამენტის შონობასთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, დეპუტატ ნიკა მელიას ბრალი ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობისთვის წარუდგინოს.

მელიას მიმართ ბრალდების დადგენილება პროკურატურამ 25 ივნისს გამოიტანა. იმავე დღეს გენერალურმა პროკურორმა პარლამენტს მიმართა, ნიკა მელიას მიმართ პატიმრობის გამოსაყენებლად თანხმობის მიღების წინადადებით.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]