weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

არ შეიძლება, პარლამენტში შეჭრის მცდელობა რეაგირების გარეშე დარჩეს – კახიანი

10:20 ხუთშაბათი, 27 ივნისი 2019

„არ შეიძლება, პარლამენტში შეჭრის მცდელობა რეაგირების გარეშე დარჩეს. შეიძლება, ეს ძალიან ცუდი შედეგების მატარებელი იყოს. ეს ხელისუფლება იქნება, თუ რომელიმე სხვა, ამ შემთხვევაზე უმოქმედობა და რეაგირების არქონა სახელმწიფოს და საზოგადოებას ბუმერანგივით დაუბრუნდება უკან“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი კახიანმა პირველ არხთან ინტერვიუში განაცხადა.

20 ივნისის აქციის დაშლისას სამართალდამცველების მხრიდან ძალის გადამეტებასთან დაკავშირებით, კახიანმა თქვა, რომ ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს პოლიციის ქმედება და ცალკეული პოლიციელების ქმედებები.

„ვფიქრობ, პოლიცია ადეკვატურად მოქმედებდა იმ მომენტში და ვითარებაში, რა ვითარებაშიც მოქმედება მოუწია. თუმცა, ცალკეული პოლიციელების მხრიდან ძალიან დიდი ალბათობით, იყო გადაცდომები.

პოლიცია საათების განმავლობაში უბრალოდ, იდგა და მას თავს ესხმოდნენ. პირიქით, რაღაც მომენტში ის განცდაც კი გამიჩნდა, მათი მხრიდან რეაქცია დაგვიანებული ხომ არ იყო.

ანუ, დაშლისკენ გადადგმული რეაქცია. იმიტომ, რომ პოლიცია იდგა, მას თავს ესხმოდნენ, იტაცებდნენ და ფიზიკურად უსწორდებოდნენ. ამას რომელ სახელმწიფოში, რომელი პოლიცია და ვინ მოითმენს?! ეს ქვეყნისთვის კატასტროფული სურათი იყო. ხელისუფლებისთვის კი არა, ქვეყნისთვის. ასეთი რამ არ შეიძლება“, – განაცხადა კახიანმა.

მისივე თქმით, ქვეყანას უმძიმესი შედეგები ელოდა, პოლიციას მომიტინგეთა დიდი მასა რომ ვერ შეეჩერებინა, რომელიც პარლამენტში შეჭრას ცდილობდა და პარლამენტში შეჭრა და დარბევა რომ მომხდარიყო.

„ერთი წამით წარმოვიდგინოთ ეს სურათი, რა უმძიმესი შედეგები გველოდა. ალბათ, თუ მეტი არა, ერთი ათი წლით დავიხევდით უკან და ფაქტიურად, იმ 90-იან წლებში დავბრუნდებოდით, რაზეც ერთხელ და სამუდამოდ ვთქვით უარი. საქართველოში გადატრიალებებით, შეჭრით და დარბევებით ხელისუფლებაში მოსვლა უნდა დასრულდეს. ოპოზიციას რომ ჰკითხო, ყოველთვის ამას ამბობენ – მშვიდობიანი გზითო და გეკითხებით, ეს მშვიდობიანი გზა იყო?! საზოგადოებამ ხომ ნახა ეს?!“, – განაცხადა გიორგი კახიანმა პირველი არხის ეთერში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]