weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

პარლამენტმა ლადო კახაძის სადეპუტატო უფლებამოსილება ცნო

13:21 ხუთშაბათი, 27 ივნისი 2019
ფოტო © რადიო თავისუფლება ფოტო © რადიო თავისუფლება

საქართველოს პარლამენტმა ლადო კახაძის სადეპუტატო უფლებამოსილება ცნო. დღევანდელ პლენარულ სხდომაზე ამ საკითხს მხარი 87 დეპუტატმა, არც ერთის წინააღმდეგ, დაუჭირა.

ლადო კახაძე მთაწმინდის მაჟორიტარ დეპუტატად 19 მაისის პარლამენტის შუალედური არჩევნების შედეგად აირჩიეს. ის პარლამენტში სალომე ზურაბიშვილს ჩაანაცვლებს.

„ქართული ოცნების“ კანდიდატმა, ლადო კახაძემ შუალედური არჩევნების მეორე ტურში ამომრჩეველთა ხმების 61.83 % (10 749 ხმა) მიიღო. ხოლო მისმა კონკურენტმა, საარჩევნო ბლოკის „ევროპული საქართველო - თავისუფალი დემოკრატების“ კანდიდატმა, შალვა შავგულიძემ – 38.17% (6 635 ხმა).

ლადო კახაძის პარლამენტში შესვლით „ქართულ ოცნებას“ 108 დეპუტატი ეყოლება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]