weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ნაციონალური მოძრაობა „გავრილოვის სიის“ შედგენას აპირებს

13:45 ხუთშაბათი, 27 ივნისი 2019

საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, მუშაობას იწყებენ „გავრილოვის სიაზე“, რომელშიც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს და შს მინისტრ გიორგი გახარიასაც შეიყვანენ.

„გავრილოვის სია იქნება ჩამონათვალი იმ ადამიანების, რომლებიც პასუხისმგებელი არიან იმაზე, რაც 20 ივნისს მოხდა - პირველ რიგში იგულისხმებიან ბიძინა ივანიშვილი და მინისტრი გიორგი გახარია, რომელიც დღემდე არ გადაუყენებიათ. გარდა ამისა, ჩამონათვალი იქნება იმ დეპუტატებისა, რომლებმაც გააგრძელეს გავრილოვის პოლიტიკური დაკვეთის შესრულება ჩვენი ქვეყნის პარლამენტში და გუშინ ხმა მისცეს ოპოზიციონერი დეპუტატისთვის მანდატის ჩამორთმევას.

დეტალებზე დავიწყებთ მუშაობას - რა სახით დარეგისტრირდება ეს სია, რა სამართლებრივი ფორმა მიეცემა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, ყველას ესმოდეს, რომ არ ვაპირებთ შევეგუოთ იმას, რაც მოხდა და საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყანაშიც, მათ შორის სამართლებრივი გზით დავუპირისპირდებით, ბიძინა ივანიშვილი რეჟიმს“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ ეს ინიციატივა „მარაზმატიკულ პიარად“ შეაფასა, რომელიც, მისივე თქმით, საერთაშორისო ორგანიზაციებს სასაცილოდ არ ეყოფათ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]