weather cur horoscope tv
დეკემბერი 25, 2024

აშშ–ს ელჩი ბერშუეთში ოკუპაციის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე იმყოფებოდა

18:12 პარასკევი, 14 ივლისი 2017

„აღმაშფოთებელია 21-ე საუკუნეში მეზობელი სახელმწიფოს მიერ ტერიტორიული მთლიანობის ასეთი უხეში დარღვევა. ამერიკის შეერთებული შტატები ამას არასდროს აღიარებს“, - ეს განცხადება საქართველოში აშშ-ის ელჩმა იან კელიმ გორის რაიონის სოფელ ბერშუეთში გააკეთა, სადაც რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე იმყოფებოდა.

„მიუღებელია საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ცალმხრივად შეცვლა, რაც უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე, ოჯახებზე. აშშ ხმას აიმაღლებს ამის წინააღმდეგ. ეს არის საქართველოს სუვერენიტეტის დარღვევა და მას აშშ არასოდეს აღიარებს“, - განაცხადა იან კელიმ.

მედიის, სამოქალაქო სექტორისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები რუსეთის მცოცავ ოკუპაციას ბერშუეთში დღეს დილიდან აპროტესტებენ. აქციის მონაწილეებმა საოკუპაციო ხაზთან ალტერნატიული ბანერი აღმართეს, რომელსაც ქართულად და ინგლისურად აწერია: „სახელმწიფო საზღვრამდე (როკის გვირაბი) 101 კილომეტრია“. აქციის მონაწილეებმა ცოცხალი ჯაჭვი გააკეთეს და საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი შეასრულეს.

სოფელ ბერშუეთთან რუსმა ოკუპანტებმა ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერი რამდენიმე ასეული მეტრით 3 ივლისს გადმოწიეს, რის გამოც 10 ჰექტრამდე მიწა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოექცა. მცოცავი ოკუპაცია სტუდენტებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა 8 ივლისსაც გააპროტესტეს. ცენტრალური მაგისტრალიდან სოფელ ბერშუეთამდე მათ საპროტესტო მსვლელობა დევიზით „არა ოკუპაციას, რუსეთი ოკუპანტია“ მოაწყვეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]