weather cur horoscope tv
აპრილი 23, 2024

დღეს საღამოს ვგეგმავ ქართულ მედიასთან შეხვედრას – პრემიერი

14:59 ხუთშაბათი, 27 ივნისი 2019

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, დღეს საღამოს მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრას გეგმავს, რათა აქტუალურ შეკითხვებს უპასუხოს. ბახტაძის თქმით, ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენების ფონზე, პარლამენტში მის მიერ წლიური ანგარიშის წარდგენა საზოგადოებრივ ინტერესებთან შეუსაბამო იქნებოდა.

„დღეს იგეგმებოდა პარლამენტისთვის მთავრობის საქმიანობის წლიური ანგარიშის წარდგენა.

ეს არის განსაკუთრებული შემთხვევა, როდესაც მთავრობა და პარლამენტი აკეთებენ შეფასებას სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ.

ბუნებრივია, ჩვენ ვართ ვალდებული, საქართველოს პარლამენტს და საზოგადოებას წარვუდგინოთ ანგარიში გაწეული საქმიანობის შესახებ - ეკონომიკის, ინფრასტრუქტურის, საგარეო პოლიტიკის, ჯანდაცვის, განათლებისა და ყველა სხვა მიმართულებით, მაგრამ, ამავე დროს,

ვფიქრობ - ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენების ფონზე, საუბარი სამთავრობო პროგრამაზე იქნებოდა შეუსაბამო საზოგადოებრივ ინტერესებთან. შესაბამისად, მზად ვარ ნებისმიერ სხვა დროს, მათ შორის, რიგგარეშე სხდომაზე მთავრობის წლიური ანგარიში წარვუდგინო საკანონმდებლო ორგანოს.

ვინაიდან მაღალ საზოგადოებრივ ინტერესს წარმოადგენს ბოლო დღეებში მიმდინარე მოვლენები, დღეს საღამოს ვგეგმავ ქართულ მედიასთან შეხვედრას, რათა პასუხი გავცე აქტუალურ შეკითხვებს“, – აღნიშნულია მამუკა ბახტაძის განცხადებაში, რომელიც სოციალურ ქსელში, მის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.

პრემიერ-მინისტრს წლიური ანგარიში საკანონმდებლო ორგანოსთვის დღეს უნდა წარედგინა, თუმცა მისი გამოსვლა გადაიდო. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, არსებულ ვითარებაში შეუძლებელი იქნება მთავრობის ანგარიშის სათანადოდ განხილვა.

პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვალდებულია წელიწადში ერთხელ, საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომების ბოლო თვეში პარლამენტს წარუდგინოს მოხსენება სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ. საგაზაფხულო სესია ხვალ იხურება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]