weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ნიკა მელიას საჯარო განცხადებების გაკეთება აეკრძალა

17:27 ხუთშაბათი, 27 ივნისი 2019
არქივის ფოტო არქივის ფოტო

თბილისის საქალაქო სასამართლომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, ნიკა მელიას, აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაოს შეფარდების გარდა, დამატებითი ვალდებულებებიც დააკისრა.

მოსამართლე თემურ გოგოხიას განჩინებით, მელიას აეკრძალა: საცხოვრებელი ადგილის (სახლის) დატოვება საგამოძიებო ორგანოს ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე; საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადებების გაკეთება; მოწმეებთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია; მასვე, დაეკისრა საგამოძიებო ორგანოსთვის პასპორტისა და პირადობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის ჩაბარების ვალდებულება.

სასამართლოს განმარტებით, გირაოს პირობებისა და დამატებითი ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში, ბრალდებულის მიმართ შეფარდებული გირაო შესაძლოა შეიცვალოს უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით.

პროკურატურა ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა, რის საფუძვლადაც მისი მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენის, მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხეებს ასახელებდა, ასევე, მიუთითებდა ბრალდებულის მიერ სხვა საქმეზე შეფარდებული მსუბუქი აღკვეთის ღონისძიების - გირაოს პირობების დარღვევაზე.

ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, მას ბრალად ედება: ჯგუფური მოქმედების ხელმძღვანელობა, რასაც თან ახლდა ძალადობა, რბევა, სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება, იარაღის გამოყენებით ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობა და მათზე თავდასხმა; ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობა, რასაც თან ახლდა ძალადობა, რბევა, სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება, იარაღის გამოყენებით ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობა და მათზე თავდასხმა.

სასამართლომ მიიჩნია, რომ აღკვეთის ღონისძიების მიზნების უზრუნველყოფა შესაძლებელია ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიების, 30 000 ლარის ოდენობით გირაოს პირობებშიც. ბრალდებულს გირაოს გადახდის ვადად განესაზღვრა 20 დღე.

„გაზრდილი გირაოს ოდენობის და დამატებითი ვალდებულებების დაკისრების პირობებში, სასამართლომ მიიჩნია, რომ სრულად იქნება უზრუნველყოფილი აღკვეთის ღონისძიების მიზნები“, – განმარტა სასამართლომ.

თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკა მელიას საქმეზე საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2019 წლის 14 აგვისტოს, 12:00 საათზე ჩაინიშნა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]