weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

მომიტინგეები გაფრთხილებულები იყვნენ, როდესაც დაიწყო აქციის დაშლა – გახარია

06:08 პარასკევი, 28 ივნისი 2019

„მომიტინგეები გაფრთხილებულები იყვნენ მაშინ, როდესაც დაიწყო აქციის დაშლა. ყველაფერს აქვს თავისი პროცედურული და პროტოკოლური მხარე, რომელიც იყო დაცული“, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ.

მისი თქმით, მოქალაქე, რომელიც გამოთქვამდა პროტესტს, დაუპირისპირდა პოლიციას, „რაზეც პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აგოს ყველამ, ვინც ამაში პირდაპირი ან ირიბი მონაწილეობა მიიღო, როგორც ხელისუფლების მხრიდან, ისევე, იმ ადამიანების მხრიდან, რომლებიც ამ გზით ცდილობდნენ ხელისუფლების შეცვლა“.

„პირველ რიგში, ხელისუფლების პასუხისმგებლობა არის იმაში, რომ მსგავსი ძალადობრივი ფაქტები არ მიიყვანოს, არ დაუშვას ძალადობრივად შეჭრა და არ დაუშვას ამ შტურმის მიზნის მიღწევა და პირველ რიგში, ეს არის სამართალდამცავი სისტემის პასუხისმგებლობა. ჩვენი პასუხისმგებლობაა ისიც, რომ მაქსიმალურად ხარისხიანად ვიმუშაოთ, რომ მინიმალური ზიანი მიადგეს ჩვენს მოქალაქეებს.

ეს ხომ არ ნიშნავს იმას, რომ პოლიციას, რომელსაც ფიზიკურად დაუპირისპირდნენ, უნდა დაეთმო და ეთქვა - ბოდიში, მობრძანდით, შებრძანდით პარლამენტში?

ასე სახელმწიფო არ შენდება და ჩვენ ხომ ვამბობთ იმას, რომ არიან ადამიანები, რომელთა პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე, ფიზიკურად, შტურმით იჭრებიან პარლამენტში და სახელმწიფოს ვალდებულებაა ინსტიტუტების გარდა, მოქალაქეებიც დაიცვას, იმიტომ, რომ არავინ იცის ამ შეჭრას შემდგომ რა მიზნები მოყვება და რა შედეგებამდე მივდივართ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]