„საკუთარ იმიჯზე ზრუნვა ჩემი ძირითადი ამოცანა არაა. არასოდეს არ მიზრუნია ამ იმიჯზე, იმიტომ, რომ ჩვენი პრობლემაა სწორედ ის ბიუროკრატია და ის პოლიტიკური სტატუსის მატარებელი ფიგურები არიან, რომლებიც პირველ რიგში ზრუნავენ იმიჯზე. ეს არ არის ჩემი ზრუნვის საგანი დღეს.
როგორც კი მე, როგორც ამ პოზიციიდან მოქმედი ადამიანი, გუნდისთვის გავხდები დამაზიანებელი, ჩვენ როგორმე ამ საკითხს გადავწყვეტთ. თუმცა, კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა - ჩემი აქ ყოფნის ერთ-ერთი მიზეზი და მიზანი დღეს გახლავთ, რომ მოვახდინო სრული რეალიზება იმ პასუხისმგებლობის, რომელიც არაა მხოლოდ ჩემი პასუხისმგებლობა, ეს არის მთლიანად შსს-ს პასუხისმგებლობა“, – განაცხადა გახარიამ.
კითხვაზე, თბილისში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლების ფონზე, რატომ არ გამოჩნდა 8 დღის განმავლობაში საზოგადოების წინაშე, გახარიამ უპასუხა, რომ მხოლოდ ერთი მიზეზის გამო არ ჩანდა: „რომ არ გამოგვეწვია დამატებითი გაღიზიანება ან ტემპერატურის ზრდა“.