weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

აფხაზეთის „მთავრობამ“ მოსახლეობას გადაადგილების უფლება უკანონოდ შეუზღუდა – სუს

09:52 პარასკევი, 28 ივნისი 2019

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის მიერ, ენგურის ხიდზე ე.წ. საზღვრის ჩაკეტვას მოსახლეობისთვის თავისუფალი გადაადგილების უფლების უკანონო შეზღუდვად აფასებს, რაც მიზნად ისახავს მათ იზოლაციას და საფრთხეს უქმნის ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს.

როგორც სუს-ში აცხადებენ, აღნიშნულთან დაკავშირებით ამოქმედებულია ცხელი ხაზი, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზზე არსებული ერთადერთი ე.წ. გამშვები პუნქტი, ენგურის ხიდი გუშინ, 27 ივნისს, დაახლოებით 21 საათისთვის ჩაკეტა.

დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, საქართველოს ტერიტორიაზე, მათ შორის, ზუგდიდში „პროვოკაციული ხასიათის“ საპროტესტო აქციები იმართება, რომელიც „აფხაზეთის სახელმწიფოებრიობას“ ეხება. ე.წ. უსაფრთხოების სამსახური ხაზს უსვამს, რომ ახორციელებენ აუცილებელ ზომებს და დროებით შეზღუდვას აწესებენ „საქართველოსთან აფხაზეთის სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთაზე“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]