weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ჩართული ვართ, რათა შეზღუდვა მალე მოიხსნას – ციხელაშვილი ენგურის ხიდის ჩაკეტვაზე

12:13 პარასკევი, 28 ივნისი 2019

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ენგურის ხიდზე მდებარე ე.წ. გამშვები პუნქტის ჩაკეტვას ეხმაურება. მისი განცხადებით, შესაბამის სტრუქტურებთან ერთად მიმდინარეობს მუშაობა იმისათვის, რომ უკანონო შეზღუდვები მოკლე ვადებში მოიხსნას.

„ჩემთვის ახლა მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს იმ ადამიანების ინტერესებზე ზრუნვა, რომლებიც ამ უკანონო შეზღუდვით ყველაზე მეტად ზარალდებიან. შესაბამისად, ყველა სხვა შესაბამის სტრუქტურასთან ერთად ძალიან ინტენსიურ რეჟიმში ვართ ჩართული, რათა უკანონო შეზღუდვა მაქსიმალურად მოკლე ვადებში მოიხსნას“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

მისივე თქმით, გუშინდელი დღიდან კომუნიკაცია ყველა ფორმალური თუ არაფორმალური არხით არხით, მათ შორის საქართველოს პარტნიორების მეშვეობით, აქვთ.

„განათლების სამინისტროსთან ერთად ვმუშაობთ, რათა გალელ აბიტურიენტებს არ ჰქონდეთ შეფერხება საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე უმაღლეს სასწავლებლებში წვდომაზე. მინდა დავაიმედო მოსახლეობა და დავარწმუნო, რომ ყველა ნაბიჯი ახლაც და შემდგომაც, განსაზღვრული იქნება მათი ინტერესების მიხედვით და მათ დასახმარებლად მაქსიმალურს გავაკეთებთ“, – განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.

აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზზე არსებული ერთადერთი ე.წ. გამშვები პუნქტი, ენგურის ხიდი გუშინ, 27 ივნისს, დაახლოებით 21 საათისთვის ჩაკეტა. ე.წ. უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, საქართველოს ტერიტორიაზე, მათ შორის, ზუგდიდში „პროვოკაციული ხასიათის“ საპროტესტო აქციები იმართება, რომელიც „აფხაზეთის სახელმწიფოებრიობას“ ეხება. ე.წ. უსაფრთხოების სამსახური ხაზს უსვამს, რომ ახორციელებენ აუცილებელ ზომებს და დროებით შეზღუდვას აწესებენ „საქართველოსთან აფხაზეთის სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთაზე“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]