პრემიერმა აღნიშნა, რომ 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, ინტენსიური კომუნიკაცია აქვთ საერთაშორისო პარტნიორებთან და „არ არსებობს არანაირი კითხვის ნიშანი იმ საკითხთან დაკავშირებით, იყო თუ არა გამოყენებული ძალა ლეგიტიმური“.
„დიახ, ძალის გამოყენება იყო ლეგიტიმური, ვინაიდან სხვა არჩევანი და სხვა გზა არ არსებობდა. ამას ადასტურებს ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია და საერთაშორისო პარტნიორი. რა თქმა უნდა, ამასთან ერთად საზოგადოებას და ჩვენც, როგორც საზოგადოების ნაწილს, გვაქვს კითხვის ნიშნები, ხომ არ მოხდა რამდენიმე შემთხვევაში კონკრეტული სამართალდამცავების მხრიდან ძალის გადამეტება, ვინაიდან ამის გარკვეული კადრებიც არსებობს და ეს ჩვენ ვიცით. ჩვენ ვიღებთ ვალდებულებას, რომ ჩვენ კონკრეტულ შეფასებას მივცემთ ყველაფერს“, – განაცხადა ბახტაძემ.
მისივე თქმით, „ტრანსფარენტულობის უმაღლესი ხარისხით“ გამოძიება მიმდინარეობს და მასში სახალხო დამცველის აპარატია ჩართული.