weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

შს მინისტრს და შსს-ს საზოგადოების ყველა წევრისგან მადლობა ეკუთვნით – პრემიერი

14:46 პარასკევი, 28 ივნისი 2019

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, შს მინისტრ გიორგი გახარიას და მთლიანად სამინისტროს საზოგადოების ყველა წევრისგან მადლობა და მხარდაჭერა ეკუთვნით იმისთვის, რომ ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლის მცდელობა აღკვეთეს.

როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, 20-21 ივნისის მოვლენები სწორედ ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლის მცდელობა იყო.

„დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ორჯერ მოხდა ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა, ორივე შემთხვევაში საზოგადოებას ახსოვს, შტურმი მიიტანეს საქართველოს პარლამენტზე, ქვეყნისთვის ორივე დასრულდა უმძიმესი შედეგებით. ამან მოიტანა ავტორიტარიზმი, ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია, ძმათა მკვლელი ომი, ეკონომიკური კოლაფსი და სრული ქაოსი ქვეყანაში. დღემდე ვგრძნობთ ამ უმძიმესი მოვლენების შედეგებს. ამის მცდელობა იყო მესამეჯერ. ორივე შემთხვევაში აღმოჩნდა, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები არ იყვნენ მოწოდების სიმაღლეზე, კონკრეტულად კი შსს, რადგან ეს იყო მათი მოვალეობა, აღეკვეთათ უმძიმესი სცენარი ქვეყნისთვის. დღეს არის სხვა მდგომარეობა, ჩვენ და შსს-მ შეძლო, აგვაცილა ეს უმძიმესი სცენარი და უმძიმესი გამოცდილება. აქედან გამომდინარე მინისტრს, ისევე როგორც შსს-ს ჩემგან პირადად და საზოგადოების ყველა წევრისგან ეკუთვნით მადლობა და მხარდაჭერა“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მისივე თქმით, ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტები არის ერთადერთ გზა, რათა საქართველო შედგეს, როგორც წარმატებული, ევროპული სახელმწიფო და საქართველოს მთავრობა ყველაფერს აკეთებს ამისთვის.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]