სააგენტო „ინტერფაქსის“ ინფორმაციით, ამის შესახებ გავრილოვმა „ნოვაია გაზეტას“ უთხრა.
„საქართველოში წასვლამდე მივიღე ზიარება და აღსარება ვუთხარი პატრიარქ კირილს, რჩევა ვკითხე მას. მან დამლოცა და თქვა, რომ ჩვენ [რუსეთმა და საქართველომ] სიკეთით უნდა გავაუმჯობესოთ ურთიერთობები“, – განაცხადა გავრილოვმა.
ის ასევე ამბობოს, რომ საქართველოში წმინდა ადგილების მოსალოცად აპირებს ჩამოსვლას.
„ძალიან მინდა [საქართველოში ჩასვლა], იქ მე პირადი გეგმები მაქვს. ვაპირებთ შემოდგომაზე, როდესაც სიცხე გადაივლის, იქ ბავშვებთან ერთად მოსალოცად ჩავიდეთ. მინდა, რომ ჩემმა შვილებმა იცოდნენ ამ ქვეყნის შესახებ იმიტომ, რომ საქართველოს მსგავსი ადგილი სხვა არ გვაქვს“, – განაცხადა რუსმა დეპუტატმა.