weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

სპეციალურად თვალში, ჩანერგილი სპეცრაზმელები ისროდნენ – ქუთაისის საკრებულოს წევრი

15:53 პარასკევი, 28 ივნისი 2019
ფოტო © ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულო/Facebook ფოტო © ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულო/Facebook

ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი „ქართული ოცნებიდან“, ალექსანდრე ახალაძე დარწმუნებულია, რომ თბილისში, 20 ივნისის საპროტესტო აქციის დაშლის დროს მომიტინგეებს თვალში „ჩანერგილმა სპეცრაზმელებმა“ ესროლეს. 

ამის შესახებ ახალაძემ საკრებულოს სხდომის დაწყებამდე განაცხადა. ვიდეოკადრებს ტელეკომპანია „რიონი“ ავრცელებს.

„თბილისში რაც მოხდა, ძალიან საშინელება იყო. რაზეა საუბარი, ახალგაზრდებში ეს არ უნდა მომხდარიყო, მაგრამ ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი გაჩნდა. როდესაც ვარდების რევოლუციას ახდენდნენ, ვარდები დაიკავეს ხელში. მაშინვე გაჩნდა კითხვის ნიშნები, რატომ ვარდები? იმიტომ, რომ შემდეგ ვარდების რევოლუციის სახელით მონათლულიყო. ახლა სპეციალურად, მე ღრმად ვარ დარწმუნებული და არ ვიცი, ალბათ, საპირისპიროს მერე გამოძიება იტყვის, რომ

ჩანერგილმა სპეცრაზმელებმა, სპეციალურად, შერჩევით, დამიზნებით ზუსტად თვალში [ისროლეს]. ძალიან დიდია ალბათობა, რომ თვალში მოგვხვდეს. ესეც გააკეთეს იმიტომ, რომ ახლა იძახიან - თვალები დაგვთხარეს.

ეს არის ყველაფერი იმისთვის, რომ ის სახელმწიფოებრიობა, რომელსაც ჩვენი ხელისუფლება დღეს სათავეში უდგას, დაინგრეს და შემდეგ დანგრეულზე მოვიდნენ და თვითონ იბატონონ. და ვინ? - ხალხი რომლისთვისაც არაფერს წარმოადგენს ქრისტიანობა, სულიერება, მართლმადიდებლობა“, – აცხადებს საკრებულოს წევრი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]