„ჩვენ ამ ქვეყანაში გვინახავს სამჯერ და ოთხჯერ მომხდარა სახელმწიფოზე თავდასხმა, ომები და გადატრიალებების მცდელობები ან შეუსრულებელი გადატრიალებები. მე ვსვამ კითხვას, ამან რა მოუტანა ჩვენს ქვეყანას. კარგი არაფერი. აქაც რბილად ვამბობ, შესაბამისად, ვზომავ ყველა სიტყვას. მოგცემთ მე ამით მაგალითს. არ უნდა მომხდარიყო, მოხდა. გავა დრო და უფრო მწვავე სიტყვებს ვიტყვით. არ არის კარგი შეჯიბრი, ვინ უფრო მწვავე სიტყვებს ვილაპარაკებთ დღეს ქვეყნისთვის.
შესაბამისმა პირმა გამოიჩინა პასუხისმგებლობა. ასეთი რამ ჩვენ ადრე არ გვახსოვს, მაგრამ ჩვენი ხელისუფლების პირობებში გამოვიჩინეთ ეს მრავალჯერ. ერთხელ, გვახსოვს, ბატონი შოთაძე გადადგა“, – განაცხადა წულუკიანმა.
ირაკლი კობახიძემ პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა 21 ივნისს, საპროტესტო გამოსვლების დაწყებიდან მეორე დღეს დატოვა.
კობახიძის ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა მრავალათასიანი აქცია, სადაც მის გადადგომასაც ითხოვდნენ. მას შემდეგ, რაც აქციის მონაწილეთა ნაწილმა პარლამენტის შენობაში შეჭრა სცადა, სპეცრაზმმა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები რამდენჯერმე გამოიყენა. გავრცელდა ვიდეომტკიცებულებები, საიდანაც ჩანს, რომ აქციის მონაწილეებს დამიზნებით ესროდნენ სახეში, თავსა და სასქესო ორგანოებში. აქციიდან 240 ადამიანი გადაიყვანეს საავადმყოფოებში, მათგან 80 სამართალდამცველი იყო. აქციის ორმა მონაწილემ თვალი დაკარგა.