weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

გავრილოვს საქართველოში არ შემოვუშვებთ – გიორგი გახარია

17:29 პარასკევი, 28 ივნისი 2019

არ შემოვუშვებთ - ასე უპასუხა შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტის შეკითხვას, შემოუშვებენ, თუ არა საქართველოში რუსეთის დუმის დეპუტატს, კომუნისტური პარტიის წევრს სერგეი გავრილოვს.

გავრილოვის თქმით, ის საქართველოში ჩამოსვლას მიმდინარე წლის შემოდგომაზე გეგმავს.

„ძალიან მინდა [საქართველოში ჩასვლა], იქ მე პირადი გეგმები მაქვს. ვაპირებთ, შემოდგომაზე, როდესაც სიცხე გადაივლის, იქ ბავშვებთან ერთად მოსალოცად ჩავიდეთ. მინდა, რომ ჩემმა შვილებმა იცოდნენ ამ ქვეყნის შესახებ იმიტომ, რომ საქართველოს მსგავსი ადგილი სხვა არ გვაქვს“, – განაცხადა გავრილოვმა რუსულ მედიასთან.

სერგეი გავრილოვი რუსულ დელეგაციასთან ერთად თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის 26-ე სესიაში მონაწილეობის მისაღებად 19 ივნისს ჩამოვიდა. 20 ივნისს ასამბლეის სესია პარლამენტის სხდომათა დარბაზში დაიწო, სადაც მან დელეგატებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან მიმართა. ამ ფაქტმა ოპოზიციონერი დეპუტატების პროტესტი გამოიწვია, რომლებიც ღონისძიებას ბოიკოტს უცხადებდნენ და დარბაზში არ იმყოფებოდნენ. მათი პროტესტის შედეგად, პარლამენტში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესია შეწყდა.

როგორც ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, პროტოკოლით შეთანხმებული არ იყო, რომ პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან სხდომას გავრილოვი წაიყვანდა.

მოგვიანებით პარლამენტის წინ მრავალათასიანი საპროტესტო აქცია გაიმართა, რომლის მონაწილეებმა პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის, შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიასა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, ვახტანგ გომელაურის გადადგომა მოითხოვეს. მათ პარლამენტში შესვლაც სცადეს, რისი საშუალებაც პოლიციამ არ მისცა. სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს. მეორე დღეს ირაკლი კობახიძე გადადგა. გიორგი გახარიას თანამდებობიდან წასვლის მოთხოვნით კი, აქცია-მსვლელობები დღემდე იმართება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]