weather cur horoscope tv
ოქტომბერი 30, 2020

ვიცი, რომ არ იგეგმება არც გახარიას და არც არავის გადადგომა – წულუკიანი

17:57 პარასკევი, 28 ივნისი 2019 hits 501

საქართველოს იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომა არ იგეგემება. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„ვიცი, რომ არ იგეგმება არც გახარიას და არც არავის გადადგომა. არ იგეგმება და მე ვფიქრობ, რომ ამ სიტუაციაში თუ ვინმეს აწყობს გახარიას გადადგომა, თუ ვინმეს აწყობს მთავრობის გადადგომა და გადაგდება, ეს არიან ის ძალები… დღეს ჩვენს ქვეყანაში ანთია ცეცხლი. თქვენ იცით, რომ მე არც ლაპარაკის პრობლემა მაქვს, არც ენაკვიმატობის, მაგრამ ნებისმიერ ჩემს სიტყვას ვზომავ, იმიტომ, რომ მიკავია ის თანამდებობა, რაც მიკავია და არ მომივიდეს ისე, რომ იმ ცეცხლზე, რაც ანთია, დავასხა ნავთი“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვენ 20 ივნისიდან დაწყებულ საპროტესტო გამოსვლებზე.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]