weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრს თავს დაესხნენ, ამის უკან სუს-ი დგას – მირდატ ქამადაძე

10:10 შაბათი, 29 ივნისი 2019

ბათუმის საკრებულოში ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, მირდატ ქამადაძის განცხადებით, მათი პარტიის წევრს, გიორგი დიასამიძეს თავს დაესხნენ და შუბლში ჭრილობა მიაყენეს. ქამადაძის ინფორმაციით, თავდასხმა იმ დროს მოხდა, როდესაც გიორგი დიასამიძე შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან მიმდინარე აქციაზე მიდიოდა.

„ის [თავდამსხმელი] რუსულად საუბრობდა და აგინებდა ჩვენს მეგობრებს. ასე რომ, ის იყო რუსი თუ სხვა ქვეყნის მოქალაქე ზუსტად არ ვიცი. ოფისიდან ჩვენი აქტივისტები მანქანით დაიძრნენ შეკვეთილისკენ, მათ გზად საეჭვოდ ჩაუდგა სხვა მანქანა, რომელიც მხოლოდ ჩვენს მეგობრებს არ ატარებდა. ჩვენმა მეგობრებმა მოახერხეს გვერდის ავლა, ამის შემდეგ ის მანქანა კვლავ ჩაუდგა და არ გაატარა. იქიდან გადმოვიდა ერთი პირი, რომელიც იგინებოდა, გიორგი დიასამიძეს კი შუბლში დაარტყა, მას ჭრილობა აქვს. იგი გადაყვანილია საავადმყოფოში და ჩაუტარდა სამედიცინო დახმარება. იმდენად საეჭვოდ ვითარდებოდა მოვლენები. სავარაუდოდ, პროვოკაციაა“, – განაცხადა მირდატ ქამადაძემ.

ქამადაძე ამბობს, რომ პროვოკაციული ქმედების უკან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დგას.

„სავარაუდოდ იცოდნენ, რომ ეს ადამიანები მიდიოდნენ აქციაზე შეკვეთილში. რაც შეეხება მანქანას, მას ქართული ნომრები ჰქონდა“, – აღნიშნა საკრებულოს დეპუტატმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]